loader

ფლორიდაში ძაღლი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფლორიდაში ძაღლი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა

სამხრეთ ფლორიდაში მალტეზეს ჯიშის ძაღლი, სახელად სუზი, მე-16 სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ გადარჩა. როგორც ძაღლის პატრონმა ილეინ კარალისმა განაცხადა, იგი სტუმრად მეგობართან იმყოფებოდა. სანამ ქალი მეგობართან საუბრობდა, ძაღლი სხვენში ავიდა, საიდანაც სავენტილაციო მილში ჩავარდა და მეორე სართულზე დაეცა. გამოძახებულმა მაშველებმა კედელი დაანგრიეს, რათა დაშავებული ცხოველი გამოეყვანათ. სუზის გამოყვანის ოპერაცია სამი საათი გრძელდებოდა. გადარჩენილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. მას არანაირი დაზიანება არ მიუღია.