loader

ცოცხალი პეპლების გამოფენა ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცოცხალი პეპლების გამოფენა ბათუმში

ბათუმში ცოცხალი ტროპიკული პეპლების გამოფენა იმართება. ორიგინალური გამოფენის ავტორი უკრაინელი ირინა დემბოვსკაიაა. დამთვალიერებლებში ყველაზე დიდ ინტერესს ლურჯი მორფა იწვევს. ის დიდი, ნაზი და თვალისმომჭრელი პეპელაა.

გამოფენაზე 20-მდე ჯიშის პეპელაა წარმოდგენილი, რომლებიც ძირითადად ფილიპინებიდან არიან ჩამოყვანილნი. პეპლები 4-10 დღემდე ცოცხლობენ, ხოლო მათ დაბადებას ერთი კვირიდან ერთ თვემდე დრო სჭირდება. გამოფენის დათვალიერება 5 ლარი ღირს.