loader

იაპონური ანდროიდები, რომლებსაც ადამიანებისგან ვერ გაარჩევთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონური ანდროიდები, რომლებსაც ადამიანებისგან ვერ გაარჩევთ

ახლახანს იაპონელებმა პუბლიკას ორი ანდროიდი წარუდგინეს, რომლებიც ძალიან გვანან ადამიანებს: მათ დიქტორებად მუშაობა და ტექსტის ყველა ენაზე წაკითხვა შეუძლიათ. მათი სახელებია ოტონაროიდი (რაც იაპონურიდან "მოზრდილ ანდროიდად" ითარგმნება) და კოდომოროიდი -"ბავშვი-ანდროიდი". ოტონაროიდი მოზრდილი ქალივით გამოიყურება. მას კითხვებზე პასუხის გაცემა, ზოგადი საუბარი და გამოცდილი კონსულტანტის როლის შესრულებაც შეუძლია. კოდომოროიდი პატარა გოგონას ჰგავს და ახალი ამბების დიქტორის ფუნქციას ასრულებს, რომელსაც სიახლეების კითხვა ნებისმიერ ენაზე შეუძლია. კოდომოროიდი პირველი დიქტორი რობოტია მსოფლიოში.