loader

დახეული ჯინსები ველური ცხოველების "დიზაინით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დახეული ჯინსები ველური ცხოველების "დიზაინით"

იაპონიაში ტანსაცმლის შექმნის ახალი მიდგომა გამოიგონეს. უნიკალური დახეული ჯინსების შესაქმნელად, ენთუზიასტები ტოკიოს ზოოპარკის დირექციას დაუკავშირდნენ, რომ ადგილობრივი ლომებისა და ვეფხვებისთვის ახალი სათამაშოები შეეთავაზებინათ. თანხმობის მიღების შემდეგ მეწარმეებმა ავტომობილის საბურავები და გასაბერი ბურთები ჯინსებში გაახვიეს და ისინი მტაცებლებს გალიაში შეუყარეს.

ცხოველების კბილებითა და ბრჭყალებით დაგლეჯილი ნაჭრები ქარხანაში გაიგზავნა, სადაც მათგან ოთხი მოდური, დახეული ჯინსის შარვალი შეკერეს. ჯინსის ფასმა აუქციონზე 1 200 დოლარს მიაღწია. გაყიდვიდან შემოსული თანხა ტოკიოს ზოოპარკს გადაერიცხება.