loader

ნამდვილი ჯადოქრობა - ხუან კაბრალმა "ვისკისთვის" საოცრად ემოციური ისტორია გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნამდვილი ჯადოქრობა - ხუან კაბრალმა "ვისკისთვის" საოცრად ემოციური ისტორია გადაიღო

რეჟისორმა ხუან კაბრალმა "ვისკის" ბრენდ Buchanan's-ისთვის ნამდვილ ჯადოქრობასა და სულიერ სითბოზე საოცრად ემოციური ისტორია გადაიღო.

ისტორიის ცენტრში ახალგაზრდა იმპრესარიო და მისი გმირი - მოხუცი ილუზიონისტი მეფისტოა, რომელიც ოდესღაც სცენაზე ბრწყინავდა, ახლა კი ყველასგან დავიწყებულია. ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს გრანდიოზული წარმოდგენის მოწყობით მოხუცს ყოფილი დიდება დაუბრუნოს, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ჩაფიქრებული იყო.

პროექტის კრეატიული კონცეფცია არგენტინულმა სააგენტო Santo-მ შეიმუშავა. ვიდეორგოლს სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში აჩვენებენ, სადაც Buchanan's ყველაზე მოხმარებადი "ვისკია".