loader

ვარსკვლავთცვენა BBC-ის მუსიკალური არხის კლიპში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარსკვლავთცვენა BBC-ის მუსიკალური არხის კლიპში

ВВС-მ პოპ და როკ-მუსიკის 27 ვარსკვლავის მონაწილეობით ვიდეოკლიპი წარმოადგინა, რომლებიც ჯგუფ Beach Boys-ის სიმღერა God Only Knows-ის ქავერს ასრულებენ. კლიპის მონაწილეებს შორის ფარელ უილიამსი, ელტონ ჯონი, კრის მარტინი, ჯეიკ ბაგი, სემ სმიტი, ბრაიან მეი, სტივი უანდერი, კაილი მინოუგი და სხვები არიან.

ინტერნეტში ამ ვიდეოს გამოქვეყნება გლობალური ინტერნეტ-ტელე-რადიოარხის, BBC Music-ის გაშვებას აღნიშნავს. ვიდეოკლიპს საქველმოქმედო მისიაც აქვს: კლიპის ჩამოტვირთვიდან შემოსული თანხა BBC-ის ბავშვთა დახმარების ფონდში, Children in Need-ში გადაირიცხება.