ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში ”ნიჭიერის” მორიგი შესარჩევი ტური გაიმართა. სცენაზე საზოგადოების წინაშე ბოდიბილდერთა ჯგუფი წარსდგა, რომლებმაც ჯანსაღი სხეულის დემონსტრირება მოახდინეს. სანახაობამ ჟიურის წევრთა უმრავლესობისა და დარბაზის მოწონება დაიმსახურა და ეროტიკული შოუს დავალებით ისინი მომდევნო ტურში გადაიყვანეს.