loader

ცანცარა და სერიოზული ნაგაზის ლეკვები თბილისის ზოოპარკიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცანცარა და სერიოზული ნაგაზის ლეკვები თბილისის ზოოპარკიდან

თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე უსაყვარლესი კავკასიური ნაგაზის ლეკვების ვიდეო გავრცელდა: "დღეს ჩვენი ბურთულები უნდა გაგაცნოთ, კავკასიური ნაგაზის ლეკვები. ისეთი მსუქნები არიან, ძლივს დაატარებენ გატიკინებულ მუცლებს. წესიერად ვერც კი დარბიან, ხან მარჯვნივ გადაქანდებიან, ხან - მარცხნივ. ბოლოს ისევ ხვანცალაკუდგამობმული ტაკოები გადასწონით ხოლმე, რბილად დაებერტყებიან უკანალზე და იყურებიან გაოცებულები, ეს რა დაგვემართაო", - ასეთი აღწერა ერთვის თან ვიდეოს.