loader

იტალიის ქალაქი ზომბებით აივსო: ევროპელი ხუმარების ვიდეო YouTube-ის ჰიტი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიის ქალაქი ზომბებით აივსო: ევროპელი ხუმარების ვიდეო YouTube-ის ჰიტი გახდა

ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩირაღდნებით, კეტებითა და ნიჩბებით შეიარაღებული ცოცხალი ”მკვდრები” იტალიის ქალაქ მაჯონეს მცხოვრებლებს ატერორებენ. ვიდეორგოლი ევროპელი ხუმარების ცნობილი ჯგუფის Dm Pranks Productions-ის წარმომადგენლებმა გადაიღეს.

ხელოვნურ სისხლში მოსვრილი ჯგუფის წევრები პატარა ქალაქის მცხოვრებლებს აშინებენ. "ზომბები", რომლებიც წარმოუდგენლად ნატურალისტურად გამოიყურებიან, თანამოქალაქეებს მას შემდეგაც კი ესხმიან თავს, რაც ისინი მანქანებში სხდებიან და უეცრად დაწყებული ”აპოკალიფსის” ადგილიდან გაქცევას ცდილობენ.

ჯგუფის წევრები აფეთქებასაც კი აწყობენ, რომ მსხვერპლში კიდევ უფრო მეტი შიში გამოიწვიონ. ახლახან გამოქვეყნებული Dm Pranks Productions-ის ვიდეო უკვე 500 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.