loader

ატირებული ქართველი მომღერალი უკრაინული "ახალი ხმის" მწვრთნელებმა დაამშვიდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ატირებული ქართველი მომღერალი უკრაინული "ახალი ხმის" მწვრთნელებმა დაამშვიდეს

უკრაინაში საბავშვო "ახალი ხმის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს, რომლის ჟიურის წევრები წელს ტინა კაროლი, ნატალია მაგილევსკაია და პატაპი არიან. სცენაზე 13 წლის ბათუმელი დაიანა შავაძე გამოვიდა, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის უკრაინაში საქართველოდან ჩავიდა. მან უკრაინული სიმღერა Чорнобривці შეასრულა, თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი მწვრთნელი არ შემოუბრუნდა. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ იმღერა მან უკრაინულად და არა ქართულ ენაზე, გოგონამ უპასუხა, რომ ის უკრაინელ ხალხს უჭერს მხარს. ნატალიას, ტინას და პატაპს ძალიან დასწყდათ გული დაიანას გამო და მას სთხოვეს, რომ რამე მშობლიურ ენაზე შეესრულებინა. ამის შემდეგ მწვრთნელებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მას რომ ქართულად ემღერა, ყველა შემოუბრუნდებოდა და აღელვებული მომღერალი დაამშვიდეს.

ასევე იხილეთ: უკრაინული "ახალი ხმის" მწვრთნელები პრემიერ-მინისტრ იაცენუკის შვილს არ შემოუბრუნდნენ