loader

ნახეთ, რატომ არის ეს სოფელი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ადგილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნახეთ, რატომ არის ეს სოფელი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ადგილი

იაპონიაში, ისე, როგორც არცერთ ქვეყანაში, ცხოველების ყველაზე იშვიათი და საინტერესო ნაკრძალების ნახვა შეიძლება. მაგალითად, მიაგის პრეფექტურაში მელიების სოფელი არსებობს, სადაც ამ ცხოველების 6 სხვადასხვა ჯიში ცხოვრობს. ტურისტებს 100 იენად შეუძლიათ, ახლოს ნახონ და გაიცნონ მელიები. რადგან ცხოველები მოთვინიერებულნი არ არიან, მნახველებს მათი გამოკვება და ნაკრძალში ბავშვების მიყვანა ეკრძალებათ.

იაპონიაში, ისევე, როგორც ქვეყნების უმეტესობაში, მელიები ცბიერებასთან და მზაკვრულობასთან ასოცირდებიან. მიუხედავად ამისა, ამ სტერეოტიპთან არსებობს რწმენა, რომ მელიებს მისტიკური ძალა აქვთ და დედამიწაზე ნაყოფიერების, კეთილდღეობისა და ბრინჯის ღვთაების - ინარის გამოგზავნილები არიან.