loader

"კარგად ვზივარ დუდუ?!" - სახალისო ვიდეო ირაკლი ღარიბაშვილზე სოციალურ ქსელში გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგად ვზივარ დუდუ?!" - სახალისო ვიდეო ირაკლი ღარიბაშვილზე სოციალურ ქსელში გავრცელდა

სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილზე სახალისო ვიდეო ვრცელდება. youtube-ის მომხმარებელმა ვიდეო დაამონტაჟა, რომელშიც ღარიბაშვილი დუდუს ეძებს. მამაკაცი სახელად დუდუ, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გახმაურებული პერსონაჟია, რომლისთვისაც მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს. სერიალში გამოჩენისთანავე ის სოციალურ ქსელებში ფავორიტად იქცა, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, დუდუს ჩაკ ნორისს ადარებენ და მის პრემიერად დანიშვნასაც მოითხოვენ.

სინამდვილეში, ღარიბაშვილი ვიდეოში, "რუსთავი 2"-ის პროდიუსერს დუდუ კურდღელიას კითხულობს, 2013 წელს ჩაწერილი ინტერვიუს დროს, რომელიც ნინო შუბლაძემ საავტორო გადაცემისთვის ჩაწერა ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრთან.