loader

უპატრონო ძაღლის თვალით დანახული სამყარო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უპატრონო ძაღლის თვალით დანახული სამყარო

ინდურმა ორგანიზაცია World For All-მა ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში - მუმბაიში უპატრონო ძაღლის ცხოვრებაზე სოციალური ვიდეორგოლი გადაიღო. ავტორებმა უპატრონო ძაღლს კამერა დაუმაგრეს და ქალაქში მისი ცხოვრების ერთი დღე გვაჩვენეს.

"მე ინდოეთში ვსწავლობ და ეს ვიდეო რეალობასთან ბევრად ახლოა, ვიდრე ვიფიქრებდი. ბევრჯერ მინახავს, ინდოელები როგორ გამოხატავდნენ სისასტიკეს ქუჩის ძაღლების მიმართ. ძაღლები აქ ერთ დონეზე არიან ნიუ-იორკის მტრედებთან - მავნებლები და მეტი არაფერი. ეს გულს მტკენს", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ვიდეოს კომენტარში.