loader

რეპერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თბილისში იმღერა, კადიროვმა რინგზე "სცემა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეპერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თბილისში იმღერა, კადიროვმა რინგზე "სცემა"

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და რუსი მომღერალი ტიმატი ერთმანეთს მეგობრულ სპარინგში შეებრძოლნენ. ამის შესახებ ინფორმაცია კადიროვმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"რინგი უკვე დავტოვეთ. ტიმატი ცოცხალი და ჯანმრთელია! სხვანაირად ვერც იქნებოდა! ყოველთვის ვცდილობ ერის აზრი გავითვალისწინო, ხალხს კი ტიმატი უყვარს! ხომ არ შემეძლო ერის რჩეული ღრმა ნოკაუტში ჩამეგდო?!," - დაწერა რამზან კადიროვმა.

ტიმატიმ შერკინებამდე საკუთარ Instagram-ში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სპარინგის წინ ხუმრობით გააფრთხილა თაყვანისმცემლები, რომ ეს მისი ბოლო ჩანაწერია და ქონება ქალიშვილს დაუტოვა.