loader

სილამაზის კონკურსის მონაწილე სახალხოდ შერცხვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სილამაზის კონკურსის მონაწილე სახალხოდ შერცხვა

"მის აშშ 2015" ოკლაჰომელი ოლივია ჯორდანი გახდა. სილამაზის დედოფლის გვირგვინი 26 წლის გოგონას შარშანდელმა გამარჯვებულმა ნია სანჩესმა გადასცა.

თუმცა, შოუს ყველაზე სანახაობრივი ნაწილი მხოლოდ ეს არ ყოფილა. როდესაც ტრადიციული შეკითხვების ნაწილზე გადავიდნენ, "მის ნევადას", ბრიტანი მაკგოვანს, რასიზმზე დაუსვეს კითხვა, რომელიც მან ჩააფლავა. "რას გააკეთებდით ამერიკაში რასების ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის?": "ამერიკაში რასების ურთიერთობები რომ გავამყაროთ, უფრო მეტი რასობრივი დაჯგუფება  უნდა შევქმნათ და ერთად ვიყოთ... მაპატიეთ. მე ვფიქრობ, რომ ერთად უნდა... ააჰ, ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ უფრო ტოლერანტულები და ადამიანები ერთად უნდა შევკრიბოთ", - უპასუხა ბრიტანიმ.

ასევე იხილეთ: ლამაზი და... შტერი - "მის ყაზახეთმა" საუბრისას ორი სიტყვა ვერ გადააბა