loader

ესპანელი ცხოველთა დამცველი ცოცხალი იხვით სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანელი ცხოველთა დამცველი ცოცხალი იხვით სცემეს

ყოველწლიური სახალხო დღესასწაულის დროს, რომელსაც ესპანეთის ქალაქ როსასის მცხოვრებლები აღნიშნავენ, ახალგაზრდა ქალმა ადგილობრივი ცხოველების დამცველი ცოცხალი იხვით სცემა. ღონისძიება, რომელიც ესპანეთში ას წელზე დიდი ხანია იმართება, ითვალისწინებს სანაპიროსთან იხვების დაჭერას: ფრინველებს წყალში გემიდან ყრიან, რის შემდეგაც ადამიანებს ისინი ნაპირზე ამოჰყავთ.

ერთ-ერთი ადგილობრივი ცხოველთა დამცველი როსასში "ბარბაროსული დღესასწაულის" გადასაღებად გაემგზავრა. შეჯიბრების მონაწილეებს არ მოეწონათ, რომ მათ უღებდნენ და ცხოველთა დამცველი უცნაური მეთოდით მოიშორეს თავიდან.