loader

გიგა-სელფი - სრულიად განსხვავებული და ძალიან მასშტაბური სელფი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა-სელფი - სრულიად განსხვავებული და ძალიან მასშტაბური სელფი

ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის ტურისტებს მსოფლიოში ყველაზე დიდი სელფის გადაღების შესაძლებლობა მიეცათ. მომსახურება, რომელსაც Giga Selfie ჰქვია, ავსტრალიის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტომ მოიგონა. ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც კამერასთან და მობილურ ტელეფონთან სინქრონიზაციას ახდენს, ტურისტები მაღალი გაფართოების ფოტოების გადაღებას შეძლებენ.

ტურისტები სანაპიროზე გარკვეულ წერტილში უნდა დადგნენ და აპლიკაცია Giga Selfie-ის გამოყენებით ფოტოები გადაიღონ. ამის შემდეგ უზარმაზარი სელფი ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ.