loader

მოდაში არ არსებობს წესები, გარდა ერთისა... - H&M-ის ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეორგოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოდაში არ არსებობს წესები, გარდა ერთისა... - H&M-ის ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეორგოლი

ცნობილმა ბრენდმა H&M-მა ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეორგოლი გადაიღო, სადაც ის ყველა მოდურ სტერეოტიპს არღვევს: არ შეიძლება წინდების ჩაცმა სანდლებთან ერთად, არ შეიძლება ქალმა ჩაიცვას მამაკაცური ტანისამოსი, არ შეიძლება ქერათმიანები გამოეწყონ ყვითელ ფერში, არ შეიძლება შენობაში ქუდით ყოფნა, არ შეიძლება 40 წელს გადაცილებულს ქალს მოკლე ქვედაბოლო ეცვას... არ არსებობს არავითარი "არ შეიძლება"! - გვარწმუნებს  H&M. "იყავით ძველმოდური, იყავით თანამედროვე... მოდის სამყაროში არ არსებობს წესები, ერთის გარდა: ის, რაც არ გჭირდება, ჩააბარე".

ახალ კამპანიაში ბრენდი მოუწოდებს მომხმარებელს, ჩააბაროს მისთვის არასასურველი ტანსაცმელი 3 000-მდე ცენტრში, რომელსაც H&M გადაამუშავებს და ახალ ტანისამოსად აქცევს!