loader

გიგანტური პითონის და ალიგატორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგანტური პითონის და ალიგატორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა

ფლორიდაში, გოლფის კლუბში ალიგატორმა და პითონმა სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლა გამართეს. ადგილობრივი გაზეთის ფოტოგრაფმა პეტ აიედოლოტმა განაცხადა, რომ ზუსტად არ იცის, რომელმა ქვეწარმავალმა გაიმარჯვა ბრძოლაში. ფოტოს მიხედვით, გიგანტურ პითონს გადარჩენის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა, რადგან, როგორც ხედავთ, ალიგატორს ის კბილებით ჰყავს დაჭერილი და წყალში, საკუთარ სამფლობელოში მიათრევს.