loader

ლანჩხუთელმა მამაკაცმა ლოტოს ჯეკპოტი - მილიონზე მეტი მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლანჩხუთელმა მამაკაცმა ლოტოს ჯეკპოტი - მილიონზე მეტი მოიგო

20 ნოემბერს ლოტოს 610-ე გათამაშებაში მორიგი ჯეკპოტი - 1, 212,171 ლარი გათამაშდა. მომგებიანი ბილეთის მფლობელია ნუგზარ ბედინაძე, ლანჩხუთიდან. მან მომგებიანი ბილეთი ბათუმში მდებარე ლატარიის ჯიხურში შეიძინა. მისმა ბილეთმა წარმატებით გაიარა ვალიდაციის პროცედურა, მან გახსნა პირადი ანგარიში ბანკში, სადაც ორი კვირის განმავლობაში ჩაერიცხება კუთვნილი მოგება.

ტრადიციისამებრ საქართველოს ლატარიის კომპანია წაახალისებს იმ ადამიანსაც, ვინც ლოტოს მომგებიანი ბილეთი გაყიდა. ჟუჟუნა ანთაძეს საჩუქრად კომპანიისგან ჯეკპოტის ოდენობის 2 % გადაეცემა, რაც 24,000 ლარზე მეტს შეადგენს.

გამარჯვებულისთვის თანხის გადაცემის ოფიციალური ცერემონია 10 დეკემბერს თბილისში, საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში გაიმართება.

საქართველოს ლატარიის კომპანია ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორია, რომელიც საზოგადოებას ლატარიის სხვადასხვა თამაშობებს სთავაზობს. მათ შორის არის ლოტო 6/36, რომელიც მომხმარებლებს ქვეყნის მაშტაბით უპრეცედენტოდ მაღალი თანხების მოგების შანს აძლევს.