loader

ლეონარდო დიკაპრიოს რუსი ფანები ოქროულობას ადნობენ, რომ მსახიობს "ოსკარი" დაუმზადონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლეონარდო დიკაპრიოს რუსი ფანები ოქროულობას ადნობენ, რომ მსახიობს "ოსკარი" დაუმზადონ

წელს "ოსკარების" მიმართ მსოფლიოს ყურადღება კონკრეტულად იმ კუთხით არის მიმართული - მისცემენ თუ არა ლეონარდო დიკაპრიოს სანუკვარ ჯილდოს. დიდი ალბათობით ასეც მოხდება, მაგრამ თავის დასაზღვევად მსახიობის ციმბირელმა ფანებმა შესაძლო "ტრაგიკული რეალობისთვის" დაიწყეს მზადება.

დიკაპრიოს რუსმა თაყვანისმცემელმა ქალებმა თავიანთი ძვირფასეულობა - ოქრო და ვერცხლი ჩააბარეს კამპანია - "ოსკარი ლეოს" ფარგლებში, რაც გულისხმობს ძვირფასეულობის გადადნობას და მისგან "ოსკარის" ქანდაკების ჩამოსხმას. წინასწარი გამოთვლებით, "ოსკარის" ასლის შესაქმნელად 100 000 რუბლი იქნება საჭირო.