loader

ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლები დახოცეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლები დახოცეს?

ქუთაისის მერიის ააიპ ”სპეციალური სერვისები'”-ს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია იტყობინება.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, 2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ფოტომასალა (სულ ორი ფოტო), რომლებზეც ასახულია ზემოაღნიშნული თავშესაფრის ტერიტორიაზე დახოცილი ძაღლები.

აღნიშნული მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფარი 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის იანვრიდან თავშესაფრის დირექტორი არის თამაზ დეისაძე (ქალაქ ქუთაისის მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი).