loader

"ევროვიზიაზე" "სტეფანე და 3G"-ს სკანდალს უკრაინა გაიმეორებს? - რამ აღაშფოთა რუსები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროვიზიაზე" "სტეფანე და 3G"-ს სკანდალს უკრაინა გაიმეორებს? - რამ აღაშფოთა რუსები

"ევროვიზიაზე" წელს უკრაინას 32 წლის მომღერალი ჯამალა წარმოადგენს. მან ეროვნული შესარჩევი ტური კომპოზიცია "1944"-ით მოიგო. რუსეთში მიიჩნევენ, რომ ჯამალას სიმღერაში მინიშნებებია ყირიმზე და მოუწოდებენ მომღერალს, რეპერტუარი შეცვალოს. "ეს პოლიტიკაა, რატომ აკეთებს ამას. ეს არასამართლიანია. კატეგორიულად არ უნდა მოხდეს "ევროვიზიის" პოლიტიზირება", - განაცხადა ყირიმის რესპუბლიკის მთავარმა სერგეი აქსიონოვმა.

შეგახსენებთ, რომ 6 წლის წინ "ევროვიზიაზე" ქართველი მომღერლების, სტეფანესი და "3 გოგოს" მიერ წარდგენილი სიმღერა, სახელწოდებით we don't wanna put in სწორედ პოლიტიკური ქვეტექსტების გამო დაიბლოკა.