loader

ვინ იყო რუსი მილიარდერი, რომელმაც შვილს კაჭრეთში, მსოფილო ვარსკვლავებთან ერთად, სამდღიანი ქორწილი გადაუხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო რუსი მილიარდერი, რომელმაც შვილს კაჭრეთში, მსოფილო ვარსკვლავებთან ერთად, სამდღიანი ქორწილი გადაუხადა

კაჭრეთში, სასტუმრო "აბასადორში" სამი დღის განმავლობაში კომპანია РЕСО-Гарантия-ს პრეზიდენტის, სერგეი სარკისოვის ქალიშვილის ქორწილი იმართებოდა. სერგეი სარკისოვი რუსი მილიარდერია, რომელიც 2015 წელს Forbes-ის სიაში 106-ე ადგილს იკავებდა. მისი ქალიშვილი ია სარკისოვა მიხაილ მახარაძეს გაჰყვა ცოლად და ქორწილი წყვილს 56 წლის მილიარდერმა საქართველოში გადაუხადა.

მოგვიანებით კონცერტიც გაიმართა, სადაც ჰიტები ვახტანგ კიკაბიძემ, ნანი ბრეგვაძემ და თამარ გვერდწითელმა შეასრულეს, ასევე - ვალერი სიუტკინმა, ჯიგანმა და მარკ ტიშმანმა. თუმცა ყველაზე დიდი ოვაციები რეპ-დუეტ Madcon-ის გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ჰიტით Beggin.