loader

ახალაღმოჩენილ რვაფეხას მოჩვენების სახელი - კასპერი დაარქვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალაღმოჩენილ რვაფეხას მოჩვენების სახელი - კასპერი დაარქვეს

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ჰავაის არქიპელაგის რაიონში რვაფეხას ახალი სახეობა იპოვეს. კუნძულების ახლოს, Deep Discoverer-ის აპარატის მეშვეობით 4 290 მეტრ სიღრმეში ოკეანოლოგებმა პატარა ღია შეფერილობის, ნახევრად გამჭვირვალე რვაფეხა აღმოაჩინეს. სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ამ ცხოველს არ აქვს ფარფლები.
მას ღია შეფერილობის გამო უკვე მულტფილმის გმირი მოჩვენების სახელი - კასპერი შეარქვეს.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივ, რვაფეხები არ ცხოვრობენ ასეთ სიღრმეზე, ამიტომ იგი შეიძლება არა მხოლოდ ახალი სახეობა იყოს, არამედ ახალ ტიპს მიეკუთვნებოდეს.