loader

ლატვიის მიერ თბილისის ზოოპარკისთვის საჩუქრად გამოგზავნილი ცხოველები უკვე საქართველოში არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლატვიის მიერ თბილისის ზოოპარკისთვის საჩუქრად გამოგზავნილი ცხოველები უკვე საქართველოში არიან

თბილისის ზოოპარკმა ფრინველების შემდეგ ლატვიის დედაქალაქ რიგის ზოოპარკიდან საჩუქრად ცხოველებიც მიიღო. ერთი აქლემი, ერთი აზავერი და სამი ალპაკა საქართველოში გემით ჩამოიყვანეს, რომელიც ბათუმის პორტში გუშინ შევიდა.

ცხოველები რიგის ზოოპარკმა თბილისს ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის გამო უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ზოოპარკს ალპაკა აქამდე არასდროს ჰყოლია.

ცხოველების დასახვედრად ბათუმში თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, 19 მარტს, თბილისის ზოოპარკმა ლატვიის დედაქალაქიდან საჩუქრად თუთიყუშებიც მიიღო, რომლებიც რიგიდან ავიარეისით ჩამოაფრინეს.

რიგამ ცხოველების თბილისში ტრანსპორტირებისთვის 15 ათასი ევრო გამოჰყო.