loader

"სიურპრიზი" ტრიო "მანდილისგან", რომელმაც რუსების გული გაახარა, ქართველებმა კი გინება არ დაიშურეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიურპრიზი" ტრიო "მანდილისგან", რომელმაც რუსების გული გაახარა, ქართველებმა კი გინება არ დაიშურეს

რუსეთში კონცერტების გასამართად ტრიო "მანდილი" ჩავიდა. მათ 20 აპრილს სანკტ-პეტერბურგში, ხოლო 23 აპრილს მოსკოვში ჩაატარეს კონცერტი. მანამდე კი რუსულ "კომედი კლაბშიც" იყვნენ მიწვეულნი, რომელმაც საქართველოში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თუმცა ყველაზე მეტად ქართველები იმ ვიდეომ აღაშფოთა, რომელიც მოსკოვში კონცერტის დროს არის გადაღებული. გოგონებმა რუს მსმენელს სიურპრიზი გაუკეთეს და მათ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა Калинка - малинка შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ტრიო "მანდილის" რუსულ ვოიაჟს ქართულ ინტერნეტსივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა როგორც "ფეისბუქზე", ასევე ვიდეოპორტალ youtube-ზე.

ნახეთ მეტი ვიდეო თეგზე #აპარეკა