loader

ლაშა შავდათუაშვილისა და მისი მეუღლის ცეკვა "ქართული" - კადრები გრანდიოზული ქორწილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა შავდათუაშვილისა და მისი მეუღლის ცეკვა "ქართული" - კადრები გრანდიოზული ქორწილიდან

ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილსა და სალომე არაბულს რამდენიმე დღის წინ გრანდიოზული ქორწილი ჰქონდათ. წყვილმა ჯვარი მცხეთაში დაიწერა, ქორწილი კი რესტორან "გუჯარში" გაიმართა. წყვილი ივნისში დაინიშნა. ძიუდოისტის მეუღლე მოცეკვავეა.

8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა რეპეშაჟში რუსი დენის იარცევის იპონით დამარცხების შემდეგ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და მიმდინარე თამაშებზე ქართულ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა.

ემოციური იყო ლაშას მოგება და განსაკუთრებული ჟესტი, რომლითაც ყველას, განსაკუთრებით კი რუსებს შეახსენა, რომ ის ქართველია და ახსოვს ვინ არის ოკუპანტი.

Georgian Olympic champion’s national dance at his wedding