loader

სტალინის ორეული - ვინ იყო ადამიანი, რომელიც ბელადს ცვლიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტალინის ორეული - ვინ იყო ადამიანი, რომელიც ბელადს ცვლიდა

ათეულობით წელიწადს დადიოდა რუსეთში ხმები, რომ სტალინს "ტყუპისცალი" ჰყავდა, რომელიც ზოგჯერ ბელადს ცვლიდა. ორეული სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ალაპარაკდა. ფელიქს დადაევი, რუსეთისა და დაღესტნის სახალხო არტისტი, ყოფილი მოცეკვავე და ილუზიონისტი, სტალინის ორეულის როლს კრემლის ბრძანებით თამაშობდა.

წლების განმავლობაში სტალინის ორეულების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო სუკ-ის მიერ. თუმცა თვით დადაევი ცოცხალი საბუთია, რომ მისი მონათხრობი ნამდვილია. დადაევის ნათქვამს აგრეთვე ადასტურებს ამონარიდები სუკ-ის არქივიდან, კინოსტუდია "მოსფილმის" დოკუმენტური მასალა და თავდაცვის არქივებიც. სტალინის პირადი დაცვის უფროსის, გენერალ ნიკოლაი ვლასიკის ქალიშვილი ნადეჟდა ნიკოლაევნა კი იხსენებდა: "დიახ, ისინი იყენებდნენ ორეულებს. მთელი ეს გეგმა მამაჩემის მოფიქრებული იყო. ისე აღმერთებდა სტალინს და ეთაყვანებოდა, რომ ამგვარი ფანტასტიკური იდეებიც მოსდიოდა თავში".

წაიკითხეთ სრულად სტატია ambebi.ge-ზე