loader

ვიდეო, რომელმაც ამ შაბათ-კვირას Facebook-ზე ვნებათაღელვა გამოიწვია - მარკეტის დაცვის დაუნდობელი საქციელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო, რომელმაც ამ შაბათ-კვირას Facebook-ზე ვნებათაღელვა გამოიწვია - მარკეტის დაცვის დაუნდობელი საქციელი

5 ნოემბერს ვარკეთილში ერთ-ერთი სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი სასტიკად გაუსწორდა შესასვლელ კართან დაწოლილ უპატრონო, მშიერ ძაღლს.

ვიდეოს გამოქვეყნებას მოჰყვა ინფორმაცია, თითქოს დაცვის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ვრცელდება საპირისპირო ცნობაც, რომელსაც "ფეისბუქზე" მარი აბაკელია ავრცელებს:
"მოძალადე ისევ მუშაობს!!
გუშინდელი საზარელი ინციდენტის შემდეგ, რაც ჯიელის სუპერმარკეტში ალგანის თანამშრომელმა ჩაიდინა, რაღას უნდა გავეკვირვებინე... მაგრამ!!! ამ წუთას მოვედი მაგ სუპერმარკეტიდან, სადაც ის მოძალადე ადამიანი, ისევ ისე, ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას! ძალიან ბედნიერია, სვამს ყავას, იცინის, ისვრის რეპლიკებს, რომ რამდენიც უნდათ წერონ და იკითხონო. ფინჯნით ხელში, თავის კოლეგებთან უბედნიერესი დღე აქვს. როცა ამ დროს!!! მისი სამსახური აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, შლის ყველა უარყოფით კომენტარებს და ამტკიცებს, რომ სათანადოდ დაისაჯა"...