loader

წყვილი, რომელიც 73 წელი ერთად ცხოვრობდა, დააშორეს - უკანასკნელი კოცნა განშორების წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყვილი, რომელიც 73 წელი ერთად ცხოვრობდა, დააშორეს - უკანასკნელი კოცნა განშორების წინ

კანადელი წყვილი, რომელიც 73 წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდა, შობამდე 1 კვირით ადრე ერთმანეთს დააშორეს. ჰერბერტ გუდინს დემენცია აქვს. ცოლთან, ოდრისთან ერთად მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მდგომარეობის დამძიმების გამო ჰერბერტი ცოლს დააშორეს და სხვა შენობაში გადაიყვანეს.

წყვილი ბოლო 3 წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდა თავშესაფარში. მათი შვილი, დაიან ფილიპსი ამბობს, რომ როდესაც მამა სხვა შენობაში გადაჰყავდათ, დედა სევდიანი იდგა ფანჯარასთან, ვიდრე მანქანა თვალს არ მიეფარა.

"შობა დასრულდა ჩვენთვის, ეს არის ყველაზე ცუდი დღესასწაული, რაც კი ოდესმე გვქონია... რატომ არ შეეძლოთ, კიდევ რამდენიმე დღით დაეტოვებინათ ჩემთან ერთად?!"- თქვა ოდრიმ, როდესაც ჰერბერტი წავიდა.