loader

რა უნდა გაითვალისწინოს iPhone-ის მფლობელმა ზამთარში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უნდა გაითვალისწინოს iPhone-ის მფლობელმა ზამთარში?

კომპანია Apple-ი აცხადებს, რომ iPhone-ი 32 გრადუსზე მაღალ ტემპერატურის პირობებში სამუშაოდ არის შექმნილი. მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში ზამთარში ტემპერატურა ორნიშნა უარყოფით მაჩვენებლებს უახლოვდება.

ასეთ პირობებში სმარტფონების მუშაობაში პრობლემები ჩნდება - ისინი ითიშება, ელემენტის ვარგისიანობის ვადა მცირდება, გამოსახულება შეიძლება გაუარესდეს, ეკრანი კი გატყდეს ან გაიბზაროს.

"ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის პირობებში ელემენტებმა, რომლებზეც სმარტფონების უმრავლესობა მუშაობს, შესაძლოა არ იმუშავოს", - აცხადებს Arctic Tech Solutions-ის მფლობელი როჯერ გარნი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ ავიცილოთ სმარტფონის მუშაობის პრობლემები დაბალი ტემპერატურის პირობებში.