loader

ეს პრინცესა არაბი ქალების შესახებ არსებულ ყველა სტერეოტიპს ანგრევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს პრინცესა არაბი ქალების შესახებ არსებულ ყველა სტერეოტიპს ანგრევს

ამირა ალ ტავილი საუდის არაბეთის 34 წლის პრინცესაა, რომელსაც სურს, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. პრინცესა ამირა ლამაზი, თამამი და მიზანდასახული ქალია. ის ჩართულია ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საქმეში არა მხოლოდ საუდის არაბეთში, არამედ - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. პრინცესა 70-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი, რათა თავად გაცნობოდა იქ არსებულ პრობლემებს და მათ მოგვარებაზე ეზრუნა. პრინცესა ებრძვის სიღარიბეს და სტიქიური მოვლენების შედეგებს.

მონაწილეობს საქველმოქმედო ორგანიზაციების ღობისძიებებში დასავლეთ აფრიკაში. პრინცესამ კემბრიჯის უნივერსიტეტში გახსნა ისლამური სწავლების ცენტრი. ის ერთ-ერთი პირველი ქალი იყო საუდის არაბეთში, რომელმაც უარი თქვა აბაიაზე - გრძელ, განიერ კაბაზე, რომელიც მთელ სხეულს ფარავს. თუმცა, სამოსი არ არის ერთადერთი, რითაც პრინცესა ამირას ცხოვრება გამოირჩევა საუდის არაბეთში. ის დიდი ხანია ზის საჭესთან, უმაღლესი განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. ამირა მიიჩნევს, რომ მის ქვეყანაში ყველა ქალს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი საკუთარი ცხოვრების შესახებ.