loader

იდუმალებით მოცული ადგილი, რომლის მშენებლობას 700 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ცხედრები კი კედლებში ჩამარხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იდუმალებით მოცული ადგილი, რომლის მშენებლობას 700 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ცხედრები კი კედლებში ჩამარხეს

თანამედროვე სამყაროში უამრავი იდუმალებით მოცული ადგილია, რომელთა ისტორია კაცობრიობისთვის დღემდე უცნობია. გამქრალი ცივილიზაციების საიდუმლოებათა რიცხვს მიეკუთვნება ეგვიპტის, ცენტრალური ამერიკის და ჩინეთის პირამიდებიც, თუმცა, თუ ეგვიპტურ ძეგლებს მუდმივად იკვლევენ, ჩინური პირამიდები დღემდე შეუსწავლელია, რადგან სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა და ნებისმიერი შეჭრა აკრძალულ ტერიტორიაზე კანონით ისჯება.

1945 წლის გაზაფხულზე, ჩინეთის ტერიტორიის დაზვერვისას, ქალაქ სიანის სამხრეთ-დასავლეთით შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტს ჯეიმს კაუფმანს ძრავა დაუზიანდა, ავარიული დაფრენისთვის შესაფერისი ადგილის ძიებისას პილოტი რამდენიმე მეტრით დაბლა დაეშვა და არაჩვეულებრივი სანახაობის მოწმე გახდა:

"მთას შემოვუფრინე და მოულოდნელად ჩემს წინ უზარმაზარი თეთრი, არაბუნებრივი ნათებით შემოსილი, უცნაური ქვით ნაშენი, მოვერცხლისფრო-თეთრი პირამიდა ამოიწვერა, უზარმაზარი მეტალის ნატეხით მწვერვალზე, რომელიც ძალიან ჰგავდა ძვირფას ქვას", - სწორედ ასე აღწერა ნანახი პილოტმა თავის რაპორტში და რამდენიმე საკმაოდ ხარისხიანი ფოტოც გააკეთა, რომელთა შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პირამიდის სიმაღლე 300 მეტრს, სიგრძე კი - 490 მეტრს შეადგენდა და მნიშვნელოვნად აღემატებოდა ყველაზე მასიურ ნაგებობად ცნობილ ხეოფსის პირამიდას, რომლის სიმაღლე მხოლოდ 146, 60 მეტრი, საყრდენი კედლის სიგრძე კი - 230,33 მეტრია.

არაჩვეულებრივი ისტორიები იხილეთ "პალიტრანიუსზე"