loader

სასიყვარულო ფილმები, რომლებიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასიყვარულო ფილმები, რომლებიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული

გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო.

ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს მტკიცედ სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც საყვარელი ქალი, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა.

წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა, ზედამხედველის ქალიშვილი — ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.

269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება. იმ შემთხვევისთვის, თუ ვალენტინობის სახლში გატარებას აპირებთ, "პალიტრავიდეო" რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული სასიყვარულო ფილმების ჩამონათვალს გთავაზობთ.


ავტორი: მარი თიელიძე

"საიდანაც იწყება ჩვენი მეხსიერება, იქიდან ვიცნობთ ერთმანეთს" - როგორია სიყვარული 66 წლის შემდეგ

"მამაჩემს ისე ეწყინა, 4 თვე არ იყო ბედნიერი ამ ამბით" - ქართველი "კინგ კონგისა და ნამცეცას" სიყვარულის არაჩვეულებრივი ისტორია

სამშობლოს სიყვარულს შეწირული ასპირანტი, რომლის დახვრეტის ამბავი ოჯახმა 15 წლის შემდეგ გაიგო და დღესაც არ იციან, სად განისვენებს

სექსი თეთრ სახლში - ამერიკის პირველი პირების სასიყვარულო ურთიერთობები