loader

სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია დიდ ეკრანზე! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია დიდ ეკრანზე!

პირველი ქართული ფილმი, რომელმაც აზიურ "ოსკარზე" UNESCO-ს პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის დაიმსახურა. ფილმმა 20-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და 10 პრესტიჟული პრიზით 22 თებერვლიდან საქართველოში ბრუნდება!

"დედე: სვანური ბალადა" ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. რეჟისორი კი ქართველი გოგონა მარიამ ხაჭვანია, რომელმაც თავისი კინოკარიერა რამდენიმე წლის უკან დაიწყო და დღემდე საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს.