loader

ქართველმა მეთევზეებმა შავ ზღვაში თევზის უნიკალური სახეობა "ზღვის ეშმაკი" აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა მეთევზეებმა შავ ზღვაში თევზის უნიკალური სახეობა "ზღვის ეშმაკი" აღმოაჩინეს

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური სახეობა მოიპოვეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვაცნობეს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა სახეობის შესწავლა განახორციელეს და დაადგინეს, რომ თევზის აღნიშნული სახეობა მიეკუთვნება "ზღვის ეშმაკს" (Lophius piscatorius), რომელიც მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

"შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს. გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130 მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, მისი საქართველოში მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია.

"ზღვის ეშმაკის" მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება, ამ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული სახეობის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.