loader

როგორ აქცევს გრიმი პატარა მსახიობს "საოცრებად" - ფილმი, რომელმაც ყველას გული დაიპყრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აქცევს გრიმი პატარა მსახიობს "საოცრებად" - ფილმი, რომელმაც ყველას გული დაიპყრო

რეჟისორ სტივენ ჩბოსკის ამერიკულმა საოჯახო დრამამ, რომელიც რაკელ პალაციოს ამავე სახელწოდების ნაწარმოებზეა დაფუძნებული, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფილმის მთავარი გმირი ავგუსტია - ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც უყვარს ვიდეოთამაშები, ძაღლთან ერთად სეირნობა და "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. ავგუსტს არასდროს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. ბიჭუნამ 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ ჰგავს სხვა ბავშვებს.

ერთ დღესაც, როცა მას სკოლაში წასვლა მოუწევს... სწორედ აქედან იწყება ფილმი.