loader

უმდიდრესი ადამიანების 2018 წლის რეიტინგი - რომელ ადგილზეა Forbes-ის სიაში ერთადერთი ქართველი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმდიდრესი ადამიანების 2018 წლის რეიტინგი - რომელ ადგილზეა Forbes-ის სიაში ერთადერთი ქართველი?

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური, 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში ამერიკელი ჯეფ ბეზოსი მოექცა, რომლის ქონებაც, გამოცემის ინფორმაციით, 112 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 39 მილიარდით გაიზარდა. მას მოსდევს ბილ გეითსი, რომლის ქონებაც, გამოცემის ცნობით, 90 მილიარდ დოლარს ითვლის, ხოლო ჩამონათვალში მესამე ადგილს - 84 მილიარდი დოლარით, უორენ ბაფეტი იკავებს.

გამოცემამ წლევანდელ რეიტინგში მსოფლიოს 72 ქვეყნიდან, ჯამში, 2 ათას 208 მილიარდერი შეიყვანა, რომელთა საერთო ქონებამ 9 ტრილიონ 100 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია გასული წლის მონაცემზე.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შესული ერთადერთი ქართველი და საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი 4 მილიარდ 600 მილიონის ქონებით წლევანდელ რეიტინგში 456-ე ადგილზეა. ცნობისთვის, 2017 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4 მილიარდ 500 მილიონ დოლარს, ხოლო 2016 წლის მილიარდერების რეიტინგში - 4 მილიარდ 800 მილიონ დოლარს შეადგენდა.