loader

2 რამ, რაც ტკივილგამაყუჩებლების ხშირმა მიღებამ შეიძლება დაგმართოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 რამ, რაც ტკივილგამაყუჩებლების ხშირმა მიღებამ შეიძლება დაგმართოთ

მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა პირმა, აღიარეს, რომ ექიმის მიერ გამოწერილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იყო მათ მიერ ოპიატების გამოყენების პირველი მცდელობა. ოპიატებს მიეკუთვნება ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა კოდეინი და ოქსიკონტინი და ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება.

მკვლევართა დასკვნით, ქალებთან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამო ოპიატებზე დამოკიდებულება უფრო ხშირად ვითარდება მამაკაცებთან შედარებით და ამას გარკვეული მიზეზები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ქალებს აღნიშნულ პრეპარატებს უფრო ხშირად უნიშნავენ, რადგან ისინი ტკივილს უფრო მძაფრად აღიქვამენ და ამის გამო ექიმთან ქალბატონების მიმართვიანობაც გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებისა. სპეციალისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ დღეს ოპიატური დამოკიდებულება პროვოცირებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით 30%-ით მეტ ადამიანს აღენიშნება, ვიდრე 90-იან წლებში. ეს მეტად დამაფიქრებელი სტატისტიკაა.

სენტ-ლუისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ რაც უფრო ხშირად იყენებს ადამიანი ოპიატების საფუძველზე შექმნილ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, მით უფრო მაღალი რისკი აქვს დეპრესიის განვითარებისა. როგორც მკვლევარებმა დაასკვნეს, დეპრესიის რისკი შესაძლოა გაზარდოს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ხანგრძლივად მიღებამ. დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტის ყოველდღიურ დოზასაც.