loader

ბებია დედის ხაზით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში - რა უნდა იცოდეთ მათ კავშირზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბებია დედის ხაზით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში - რა უნდა იცოდეთ მათ კავშირზე

ბებია დედის ხაზით, ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში. ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს, არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის.

ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, არამედ ბებია-პაპის ნიშან-თვისებებსაც იღებენ, რადგან მშობლები თავიანთი მშობლების დნმ-ის მატარებლები არიან. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი როგორც ფიზიკურად, ასევე ნიშან-თვისებებითაც ჰგავს ბებია-პაპას ან სხვა წინაპრებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ გენეტიკური ინფორმაციის დიდ ნაწილს ბავშვები დედის ხაზით ბებიისგან იღებენ.

მშობლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა უდიდესი როლი აქვს ბებიას ბავშვის "ემოციური ინტელექტის განვითარებაში". სპეციალისტების აზრით, იმ ემოციებმა, რასაც განიცდიდა თავის დროზე ბებია ბავშვის დედაზე ორსულობის დროს, შეიძლება იმოქმედოს შვილიშვილის განვითარებაზე.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.

გენებთან და პოზიტივთან ერთად შვილიშვილებს გადაეცემათ მავნე ჩვევები და ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილება.