loader

წართმეული ჩემპიონობა: "დინამომ" არ უნდა მოიგოს! რა მოხდა 1953 წელს, "დინამო" - "სპარტაკის" მატჩზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წართმეული ჩემპიონობა: "დინამომ" არ უნდა მოიგოს! რა მოხდა 1953 წელს, "დინამო" - "სპარტაკის" მატჩზე

სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთო, ნათქვამია, თუმცა ეს უფრო კეთილი სურვილია, ვიდრე რეალობა. სამწუხაროდ, პოლიტიკა ყველგანაა, მათ შორის, ფეხბურთშიც. თბილისის "დინამომ" ეს საკუთარ თავზე არაერთგზის იწვნია.

1953 წლის სეზონის დასასრულს ჩემპიონობის პრეტენდენტი ორი გუნდი იყო, თბილისის "დინამო" და მოსკოვის "სპარტაკი". მოსკოველებს ბოლო მატჩი ლენინგრადში უნდა ეთამაშათ, ჩვენი გუნდი კი მოსკოვში ადგილობრივ "ტორპედოს" უპირისპირდებოდა. ხრუშჩოვმა სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობა დაიბარა და განუცხადა: - რაც გინდათ, ქენით, მაგრამ "დინამოს" ჩემპიონობა არ უნდა შერჩესო!

მატჩი მთელი მსოფლიოს პრესამ გააშუქა, "ბი-ბი-სიმ" კი საგანგებო გადაცემა მიუძღვნა - მომხდარი ე.წ. ხალხთა მეგობრობის საუკეთესო ილუსტრაციააო!


წყარო: შსს-ს არქივი
"კვირის პალიტრა"