loader

ნახეთ, რა "ცურავს" ოკეანეში თევზის ნაცვლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნახეთ, რა "ცურავს" ოკეანეში თევზის ნაცვლად

2050 წლისთვის ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, პოლიეთილენის ნარჩენების 32% სანაგვეებიდან გადის და ეკოსისტემაში, მათ შორის, ოკეანეებში ხვდება.

კერძოდ, ყოველწლიურად ოკეანეებში დაახლოებით 8 მილიონი ტონა პოლიეთილენის პარკი ჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წუთში ეკოსისტემაში ერთი სატვირთო მანქანით სავსე პოლიეთილენი ხვდება. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მოცულობა 2-ჯერ გაიზრდება, 2050 წლისთვის კი - 4-ჯერ. შედეგად, დაახლოებით 35 წელიწადში ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის პარკი იქნება, ვიდრე თევზი.