loader

მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქზე" შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, ვიდეო ყალბია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქზე" შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, ვიდეო ყალბია

სოციალურ ქსელებში ბოლო დღეების მანძილზე ვრცელდება ვირუსული გზავნილი - დამონტაჟებული ვიდეო და ტექსტი, სადაც "ფეისბუქის" დამფუძნებელი ვითომდა მოუწოდებს მომხმარებლებს, შეტყობინება 18 მეგობარს გაუგზავნონ.

ვიდეოს ახლავს ტექსტი:

"გამარჯობა, მე ვარ მარკ ზაქბერგი, "ფეისბუქის" დირექტორი. როგორც ჩანს, ეს გაფრთხილებები იყო ნამდვილი, რომ ფბ გახდებოდა ფასიანი. თუ ამას გაუგზავნი 18 სხვადასხვა ადამიანს, შენი აიქონი იქნება ლურჯი და უფასო იქნება შენთვის. თუ არ გჯერა ჩემი, ხვალ საღამოს ექვს საათზე დაიხურება ფბ და მის გახსნას დასჭირდება ფული.

თუ ამ მესიჯს არ გაუგზავნი ხალხს, შენი ექაუნთი იქნება არააქტიური. შენი სმარტფონი განახლდება 24 საათის განმავლობაში, შეიცვლის დიზაინს და ჩათის ფერს.

ძვირფასო ფბ-ს იუზერებო, ჩვენ ვააფდეითებთ ფბს 23:00-დან 05:00-მდე დღეს. თუ ამას არ გაგზავნი, ჩაიშლება შენი აფდეითი და არ გექნება შესაძლებლობა, მისწერო ვინმეს", - აღნიშნულია ტექსტში.

იმის მიუხედავად, რომ ტექსტი სრულიად გაუმართავია, ვიდეო კი - ასევე სრულიად არაპროფესიონალურად დამონტაჟებული, ქართველი მომხმარებლები შეტყობინებებს ვირუსულად აზიარებენ.

როგორც აღმოჩნდა, ყალბი გზავნილები ინგლისურ ენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასულ წელსაც ვრცელდებოდა.

კომპანია "ფეისბუქს" ფასიანი მომსახურების შესახებ განცხადება არასოდეს გაუკეთებია.