loader

რა კავშირია სიმსუქნესა და კიბოს შორის? - მკვლევარებმა კიდევ ერთი საფრთხე აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კავშირია სიმსუქნესა და კიბოს შორის? - მკვლევარებმა კიდევ ერთი საფრთხე აღმოაჩინეს

ამერიკელმა მკვლევარებმა სიმსუქნესთან დაკავშირებული კიდევ ერთი საფრთხე აღმოაჩინეს. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიმსივნით დაავადებულმა 630 ათასმა ამერიკელმა. კვლევის ფონზე დადგინდა მჭიდრო კავშირი სიმსუქნესა და 13 სახის სიმსივნურ პათოლოგიას შორის, კერძოდ, თავის ტვინის, საყლაპავის, სარძევე ჯირკვლის, თირკმლის, საკვერცხეების, საშვილოსნოს, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და მრავლობით მიელომას შორის.

დასახელებული სახის სიმსივნეები 2014 წელს აშშ-ში დარეგისტრირებული ონკოლოგიური შემთხვევების 40 %-ს შეადგენდა. ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ 2014-2015 წლებში სიმსუქნესთან შეჭიდული კიბოს შემთხვევები 7 %-ით გაიზარდა.

კონკრეტულად რა მექანიზმები იწვევს სიმსივნის განვითარებას გაცხიმოვნებულ ორგანიზმში, ამას მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ხსნიან. თუმცა, ცალსახად ადასტურებენ, რომ წონის კონტროლი და ცხოვრების ჯანსაღი წესი ბევრად აქვეითებს ავთვისებიანი წარმონაქმნების აღმოცენების რისკს!