loader

სტუდენტის გამოგონება, რომელიც ოკეანეს ნაგვისგან გაასუფთავებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუდენტის გამოგონება, რომელიც ოკეანეს ნაგვისგან გაასუფთავებს

მეცნიერები ემზადებიან, რომ აამუშაონ მსოფლიოში პირველი ოეკანის გამწმენდი მანქანა, რომელიც ოკეანეს წყალში დაგროვილი დიდი რაოდენობის პოლიეთილენის მასისგან გაასუფთავებს. წყლის გამწმენდი სისტემა თავდაპირველად თინეიჯერმა ბიჭმა შეიმუშავა წლების წინ, თუმცა დღეს მისი ოცნება უკვე რეალობად იქცა და მალე ის წყნარ ოკეანეში ჩაეშვება, ჰავაისა და კალიფორნიას შორის,  სადაც 1.8 ტრილიონი პოლიეთილენის ნარჩენია დაგროვილი. ეს არის პირველი მცდელობა ოკეანის გასუფთავების მას მერე, რაც წყნარი ოკეანის ნაგვის დიდი ლაქა 1997 წელს აღმოაჩინეს. ექსპერტების თქმით, მანქანამ უნდა შეძლოს დაგროვილი ნაგვის ნახევრის გასუფთავება, საშუალოდ 40, 000 ტონის შეგროვება 5 წლის განმავლობაში.

როგორც ამბობენ, ეს იქნება გიგანტური მოტივტივე ბარიერი, რომელიც კი ოდესმე დაუმზადებიათ. ის მოიცავს საფრანგეთზე ორჯერ უფრო დიდ ტერიტორიას, რომელიც 79,000 ტონა პლასტმასს შეიცავს. ნაგვის უმეტეს ნაწილს შეადგენს სათევზაო დანადგარებისა და გემების ნაწილები, რომლებიც წყლის ფსკერზე გროვდება და ყოველ წელს 100,000 დელფინს, ვეშაპსა და სელაპს კლავს. წყლის ბინადრები გაუცნობიერებლად ყლაპავენ პოლიეთილენის ნარჩენებს, რადგან მას საკვებს ამსგავსებენ და მოუნელებლობის შედეგად იღუპებიან.