loader

რა კავშირი აქვს რუსთაველზე მდებარე "ცისფერმაქმანებიან" სახლს სტალინთან და რა ისტორიას მალავს საუკუნოვანი შენობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კავშირი აქვს რუსთაველზე მდებარე "ცისფერმაქმანებიან" სახლს სტალინთან და რა ისტორიას მალავს საუკუნოვანი შენობა

თუ რუსთაველზე გაისეირნებთ, აუცილებლად მოინახულეთ "ცისფერმაქმანებიანი" სახლი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის უკან, რუსთაველის 54 ნომერში მდებარეობს. სახლი 1897 წელს, ცნობილი არქიტექტორის, კორნელი ტატიშჩევის პროექტით, თავად ვასილ გაბაშვილის დაკვეთით აიგო. აქ ვასილ გაბაშვილისა და ოლღა თაქთაქიშვილის მრავალრიცხოვანი ოჯახი ცხოვრობდა. ვასილ გაბაშვილის ერთ-ერთი ქალიშვილი დარია ნიკოლოზ ყიფშიძეზე დაქორწინდა, რომელიც შემდგომში ცნობილი თერაპევტი გახდა. ამ სახლში დღესაც ყიფშიძის შთამომავლები ცხოვრობენ.

ცნობილია, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იოსებ სტალინს და მის დედას, კეკეს მკურნალობდა.
ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გაბაშვილების სახლში რამდენიმე ოჯახი შემოასახლეს, თუმცა მეორე სართულის ნაწილში კვლავ გაბაშვილები ცხოვრობდნენ. წლების მანძილზე აქ მცხოვრები ოჯახები საცხოვრებლად სხვა ადგილებში გადავიდნენ.

ამჟამად სახლში დარო გაბაშვილისა და ნიკოლოზ ყიფშიძის შვილიშვილი ნინო ყიფშიძე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

დღეს სახლი უცვლელად ინარჩუნებს მის პირვანდელ სახეს, თუმცა სადარბაზო წლების მანძილზე მაღალი ტენიანობის გამო ზიანდება და გადაუდებელ რესტავრირებასა და გამაგრებას საჭიროებს.


ავტორი: ნინო წიფურია