loader

როგორია წყლის ხარისხი თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია წყლის ხარისხი თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის ხარისხი გამოიკვლია. სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა და კვლევების შედეგად, მაისში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საბანაო სეზონზე, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.