loader

"უფროსის დავალებით, თვითმკვლელობით შევნიღბე" - ვერსიები მერილინ მონროს გარდაცვალებაზე და სატელეფონო ზარი თეთრ სახლში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უფროსის დავალებით, თვითმკვლელობით შევნიღბე" - ვერსიები მერილინ მონროს გარდაცვალებაზე და სატელეფონო ზარი თეთრ სახლში

საიდუმლო არაა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი და ერთ-ერთი პირველი სექს-სიმბოლო მერილინ მონრო, რომელსაც არც პირად ცხოვრებაში უმართლებდა და ბოლო წლებში რეჟისორებმაც აქციეს ზურგი, დეპრესიას და პანიკურ შეტევებს ალკოჰოლით და ძლიერმოქმედი დამამშვიდებლებით "მკურნალობდა". ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა 1962 წლის 5 აგვისტოს მონრო საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. თუმცა თვითმკვლელობით დაასრულა ვარსკვლავმა სიცოცხლე თუ გარეშე პირები "დაეხმარნენ", დაზუსტებით დღემდე არავინ იცის.

მართალია, ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზად საძილე აბებით თვითმკვლელობა დასახელდა, მაგრამ მონროს ბიოგრაფების მტკიცებით, მსგავსი აბსურდი წარმოუდგენელია, რადგან სწორედ მაშინ შეურიგდა უსაზღვროდ ბედნიერი მერილინი მეუღლეს, ცნობილ ბეისბოლისტ ჯო დი მაჯიოს და კონტრაქტი აღადგინა კინოსტუდიასთან 20th Century Fox, პოპულარულ Cosmopolitan-სა და Vogue-ს კი სიამოვნებით დათანხმდა ინტერვიუსა და ფოტოსესიაზე. გარდა ამისა, მონრო ახალ ფილმში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, ენთუზიაზმით ეცნობოდა 1930-იანი წლების ვარსკვლავის, ჯინ ჰერლოუს ბიოგრაფიული დრამის სცენარს და წარმოუდგენელია, რომ ამგვარი აღმავლობის პერიოდში განეზრახა თავის მოკვლა.


ასევე დაგაინტერესებთ: კანადელი გოგონას დღემდე იდუმალებით მოცული სიკვდილი და შიშისმომგვრელი ჩანაწერი ლიფტიდან