X
10-ათასდოლარიანი სამსახურის შემოთავაზება ვერმონტის შტატისგან, სადაც მსურველს სახლიდან მუშაობა შეეძლება
11:34 / 13-06-2018
ვერმონტის შტატი მსურველებს დისტანციური სამუშაოს შესასრულებლად იწვევს და მათთვის 10 ათასი დოლარის გადახდას აპირებს. შესაბამის ბრძანებას ხელი შტატის გუბერნატორმა ფილ სკოტმა მოაწერა. საგრანტო პროგრამა ორ წელიწადზეა გათვლილი. თითოეულ წელიწადში ადამიანს არაუმეტეს 5000 დოლარის მიღება შეუძლია.

შტატის ეკონომიკური განვითარების კომისრის, ჯოან გოლდშტეინის განცხადებით, ვერმონტის მოსახლეობა მცირერიცხოვანი და ასაკოვანია.

"ჩვენ გვესმის, რომ შტატს ადამიანების დაქირავება სჭირდება და ეს ერთ-ერთი ზომაა. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია, დაინტერესება საკმაოდ მაღალია", - აცხადებს გოლდშტეინი.

გრანტის მიღების მსურველი უნდა მუშაობდეს სხვა შტატში დაფუძნებულ კომპანიაში, ვერმონტის შტატისთვის სახლიდან უნდა იმუშაოს და 2019 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ ვერმონტში დასახლდეს.

სულ საგრანტო პროგრამაზე 500 ათასი დოლარია გამოყოფილი. მისი დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
გიორგი გახარიას რეაქცია, როცა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე ხმაური იყო - "ათქმევინე, რა"
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის